სანიტარული მომსახურება
დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის.
პროფესიონალური სანიტარული მომსახურება
სანიტარული დამუშავების მიზანია სივრცეში არსებული კონკრეტული ჰიგიენური ან მავნებლების პრობლემა დამუშავდეს შესაბამისი მეთოდით. გიზა თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად აფასებს და მომსახურების ტიპს ობიექტის დანიშნულების, ფართობისა და არსებული მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს.
დეზინფექცია
დეზინფექცია გულისხმობს ზედაპირებისა და შესაბამისი ზონების სპეციალური საშუალებებით დამუშავებას. სამუშაოს მოცულობა და გამოყენებული მეთოდი განისაზღვრება ობიექტისა და დასამუშავებელი სივრცის მიხედვით.
დეზინსექცია
დეზინსექცია გამოიყენება არასასურველი მწერების კონტროლისა და მათი გავრცელების შემცირების მიზნით. დამუშავებამდე ფასდება პრობლემა და შეირჩევა კონკრეტული სივრცისთვის შესაბამისი მეთოდი.
დერატიზაცია
დერატიზაციის მომსახურება მიმართულია მღრღნელების კონტროლისკენ. საჭიროების მიხედვით განისაზღვრება დამუშავების ზონები და შემდგომი მონიტორინგის ან განმეორებითი ვიზიტის აუცილებლობა.
მომსახურებამდე
სანიტარული სამუშაოს დაწყებამდე მომხმარებელს მიეწოდება კონკრეტული მომსახურებისთვის საჭირო მოსამზადებელი ინფორმაცია. გამოყენებული მეთოდი, სივრცეში დაბრუნების დრო და სხვა უსაფრთხოების რეკომენდაციები დამოკიდებულია შერჩეულ დამუშავებაზე.